მანჯგალაძე – კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? – ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები

კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? აცდენილები და არეულები არიან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” პირობებში, ვერ განხორციელდება ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის გაწერილი 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების” მონაწილეობით, ამის შესრულება რეალურია რამდენიმე თვეში.

„ევროპელებმა ნათლად გვითხრეს, ჩამოაშორეთ ოლიგარქი მმართველობას, გაატარეთ რეფორმები და იმ წუთიდან ღიაა ევროპის კარი, როგორც კი თქვენ ამას შეძლებთო. ეს არის ევროპული პერსპექტივა. ცოტა აცდენილები არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. კალაძე ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის დასჯა, ვიღაც ამ დასჯას ზეიმობს, არ ვიცი რა უხარიათ, დაგვსაჯეს და ამას ზეიმობენ? აცდენილები და არეულები არიან. სინამდვილეში მათ არ სჭირდებათ ევროინტეგრაცია, მათი მთავარი საზრუნავია ივანიშვილის და მისი მილიარდების გადარჩენა.

ვთქვათ პირდაპირ, „ქართული ოცნების“ პირობებში, არ და ვერ განხორციელდება 12 პუნქტი, მაგრამ თუ იქნება ეროვნული თანხმობის მთავრობა, მათ შორის „ქართული ოცნების” მონაწილეობით, ამის შესრულება არის რეალური რამდენიმე თვეში. ევროპას გვაშორებს ოლიგარქი და გასატარებელი რეფორმები.

თუ „ქართული ოცნება” გამოთქვამს მზაობას პირობების შესრულების, ერთი შანსი უნდა მივცეთ მათ, მაგრამ არა იმ პირობით, რომ მომავალში „გადაგვაგდონ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე
შემდეგი სტატია“შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა” – ზურაბიშვილის მიმართვა ევროპულ საბჭოს