deepfake…საზოგადოება გაგცემთ პასუხს – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების” განცხადების შემდეგ, “ოცნების” დეპუტაცია გააქტიურდა და საკუთარ მოსაზრებებს “ფეისბუქით” ავრცელებენ.

აუდიოჩანაწერებს ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით, ნინო წილოსანი ეხმაურება და deepfake-ს უწოდებს:

ჩვენი საზოგადოება დეკლარაციულად მუდმივად გმობს ფარულ და ფაბრიკაციულ ჩანაწერებს, არ მოგვწონს, ჭკუას ვარიგებთ ერთმანეთს, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით და გაფართოებული თვალებით ვითვისებთ ახალ ნაგავ ინტერნეტ მასალას. ონლაინ სამყაროს წესებით, deepfake და თანამედროვე ტექნილოგიების გამოყენებით შექმნილ ტყუილებს მაშინ გაეცემა პასუხი როცა ჩვენ ადეკვატურ რეაგირებას დავიწყებთ

გუშინ გავრცელებული მდაბიოდ შეკოწიწებული ფეიკ ჩანაწერები, ( თავად სატელევიზიო სივრცეში რომ ტვ პირველის “გაკეთებულ ვიდეოს” ეძახიან) მეტი არაფერია თუ არა დაგეგმილი აქტი კიდევ ერთი მიზეზი მოძებნოს ოპოზიციამ გავიდეს ცივილური სივრციდან რატომ წვალობთ.. პირდაპირ თქვით და არ ხართ ცივილური სამყაროს ნაწილი და უკვე სათანადოდ ინფორმირებული საზოგადოება გაგცემთ პასუხს.” წერს წილოსანი.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან
შემდეგი სტატია“მე ვრიცხავ “სოლიდარობის ფონდში” 1000 ლარს და გთხოვთ ყველას, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეურთდეთ ამ კამპანიას”