დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

დედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი თანასოფლელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრა.

მამაკაცს ჭრილობა მარჯვენა მხრის მიდამოში აქვს მიყენებული.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიქურდობის 7 ფაქტი ბათუმში – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიაკომპანია ”სვეტს” შეცდომების გამსოწორების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა – კალაძე