კომპანია ”სვეტს” შეცდომების გამსოწორების შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა – კალაძე

კომპანია ”სვეტს” ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება- ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანიას ეძლევა საშუალება არსებული ხარვეზები გამოასწოროს.
თბილისის მერის განმარტებით, დარღვევები არის ორი მიმართულებით – უნებართვო მშენებლობა და სახანძრო უსაფრთხოება.
”ჩვენ როდესაც მოვედით ქალაქის ხელისუფლებაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში შევიტანეთ ცვლილება ისევ და ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძალიან ცუდია არსებული სიტუაცია. კომპანიას მივეცით შესაძლებლობა, გამოასწოროს ჩვენს მიერ მითითებული შეცდომები. გამოასწორებს შემთხვევაში მიეცემა შესაძლებლობა, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვერავის მივცემთ უფლებას უკანონო მშენებლობები აწარმოოს. ვხედავთ სადამდე მივედით და რა მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში 43 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა