დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების 15-წლიანი უფლების მისაღებად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

თბილისის მასშტაბით, გარე რეკლამის განთავსების უფლების მოსაპოვებლად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, აუქციონში გამარჯვებულ პირს მიეცემა უფლება, 15 წლის განმავლობაში რეკლამა განათავსოს და აქედან შემოსავალი მიიღოს.

„უახლოეს პერიოდში გამოცხადდება თბილისის მასშტაბით რეკლამების განთავსების უფლების თაობაზე აუქციონი. ეს უფლება მოიცავს 15 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკლამის განთავსებას და აქედან შემოსავალის მიღებას აუქციონში გამარჯვებული პირისთვის. აუქციონის პირობებზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არაერთი შეხვედრა გაიმართა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს სექტორს, ამ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს, გაეცნონ აუქციონის პირობებს, რომელიც უახლოეს მომავალში ვებგვერდზე განთავსდება და დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ. ინტერესი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტი ამ აუქციონიდან კარგ შემოსავალს მიიღებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აუქციონი 30 დღის განმავლობაში ჩატარდება და დედაქალაქის მერია მზადაა, აღნიშნულ პერიოდში, დაინტერესებულ პირებს კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიწყალდიდობის რისკისა და ზედაპირული წყლების ხარისხის გაუარესების პრევენციის მიზნით, სპეციალური სისტემის შემუშავება იწყება
შემდეგი სტატიახუნდაძე – მოსამართლეების შერჩევის პროცესში ისე ვმოქმედებთ, როგორც სამართლის უზენაესობა მოითხოვს