ხუნდაძე – მოსამართლეების შერჩევის პროცესში ისე ვმოქმედებთ, როგორც სამართლის უზენაესობა მოითხოვს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებაზე არაფერი წერია.

მისი შეფასებით, პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს.

„მოსამათლეებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე ვიღებთ. დოკუმენტში ამ პროცესის შეჩერების მსგავსი არაფერი წერია. არავითარ დარღვევას არ ვაკეთებთ, ისე მივდივართ, როგორც კონსტიტუციაში წერია და სამართლის უზენაესობა მოითხოვს. საკითხები, რომელიც დასარეგულირებელია, ამას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის მოსამართლეები. რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ სასამართლო პოლიტიკური შემადგენლისგან და სხვადასხვა ინტერესისგან“, – განაცხადა ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების 15-წლიანი უფლების მისაღებად აუქციონი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება
შემდეგი სტატიატიკარაძე – „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება