დედაქალაქის მერმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის ნაკრები ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერი გახდა.

საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია თბილისში, სიონის ქუჩაზე გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

კახა კალაძემ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს გამარჯვება მიულოცა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატება უსურვა.

„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. ასევე, მინდა მივულოცო ქართველ გულშემატკივარს და ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, პირდაპირ ტრანსლაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი, ილია ელოშვილი, სოფიო ხუნწარია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა ესწრებოდნენ.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე, დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო და მასზე დასწრება თავისუფალი იყო.

banner
წინა სტატიაში“სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით” – ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატია“ვაყენებ მოთხოვნას! NGO-ებმა შეაფასონ ნიკა გვარამიას განცხადება”