დედა და 3 შვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს

ჩერნოვეცკის ფონდი ავრცელებს ვიდეომასალას ტუკვაძეების ოჯახის შესახებ.
2 თვის ბარბარე, 4 წლის სანდრო და 7 წლის საბა სრულ სიღარიბეში იზრდებიან. მათ საცხოვრებელში, რომელიც 8 კვადრატულ მეტრს არ აღემატება გაუსაძლისი პირობებია. ბავშვებს შიათ, არ გააჩნიათ ტანსაცმელი, არ აქვთ ნორმალური განვითარების საშუალება.
ლუიზა ტუკვაძე მარტოხელა დედაა. მისი თქმით, იგი მეუღლეს გაშორდა და ბავშვების აღზრდაში მას არავინ ეხმარება. მისი თქმით, რომ არა კეთილი მეზობლები, ისინი შიმშილით დაიხოცებოდნენ. ლუიზა საცხოვრებელ ფართს ქირაობს, თუმცა უკვე სამი თვეა, რაც ქირის ფულს ვერ იხდის.
„ძალიან გვიჭირს, ხშირად ვშიმშილობთ, რამეთუ სოციალური შემწეობა ბავშვის წამლებზე იხარჯება და საჭმლის ფული არ მრჩება. რა ვქნა არ ვიცი, მომავლის მეშინია, ღამეები არ მძინავს იმის შიშით, რომ ბავშვებს რამე საშინელი არ დაემართოს“,- ამბობს ლუიზა ტუკვაძე.
მეგობრებო, თუ გაქვთ ამ ოჯახის დახმარების სურვილი, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტუკვაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/346-tukvadze/

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/gocha.khundadze/videos/1951642848191906/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიწოდორეთის ტყე იწვის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს