ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ქართული ოცნება მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ფაქტია რომ, ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაასახელებს და ისინი მთელი ძალისხმევით და სახელმწიფო რესურსების გამოყენებით სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას შეეცდებიან.
რატომ სალომე ზურაბიშვილი და არა უშუალოდ ქართული ოცნების რომელიმე სახე?
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომელიც ამ რამოდენიმე თვის უკან მოხდა და აღნიშნულის შესახებ მე, ეს ინფორმაცია ივანიშვილის გარემოცვიდან შევიტყვე.
ამერიკის ელჩის დავალებით, საელჩოს თანამშრომელი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და მას საპრეზიდენტო არჩევნებზე ესაუბრა. კერძოდ ივანიშვილს უთხრა რომ, საელჩო სრულად იზიარებს კვლევების შედეგებს და ამ კვლევებით ნათლად ჩანს რომ, ქართული ოცნების არცერთ კანდიდატს არა აქვს შანსი საპრეზიდენტო არჩევნების მოგების, იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება დაასახელებს კანდიდატს და მოიგებენ არჩევნებს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად გამოაცხადებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს, ორი მიზეზის გამო:
-ამერიკას ამით აჩვენებს რომ,სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი კანდიდატი და ის ქართულ ოცნებასთან პირდაპირ შემხებლობაში არ არის;
-ზურაბიშვილის წაგების შემთხვევაში, მას საზოგადოებასთან თავის მართლება არ მოუწევს, რადგან ის არ არის ოცნების წევრი;
თუმცა ოცნება ყველანაირი გაყალბების გამოყენებით შეეცდება ზურაბიშვილის გამარჯვებას-აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილი

banner
წინა სტატიაშიდედა და 3 შვილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
შემდეგი სტატიარობერტ კოჩარიანი დააპატიმრეს