დაზომბებული უტვინოები არიან, რომელთა აბსოლუტურ ნაწილს საკუთარი აზრი არ გააჩნია – სამხარაძე აქციის მონაწილეებზე

დიმიტრი სამხარაძე ჩვეული აგრესიით მორიგ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მესამე სექტორი ცოცხალ ახალგაზრდებზე ცდებს ატარებენ

“გუშინ პირადად ვნახე აქციაზე რა კონტინგენტი იმყოფებოდა, ნუ არ ვიცი რა, თუ ასე ცუდად გვქონდა ქართველებს საქმე საზოგადოების მაგ მცირე ნაწილში ვერ წარმოვიდგენდი! პრინციპში არაუკანი-გვარამიას მოწოდებულზე რომ წახვალ აქციაზე, ბოლო დონის ფარჩაკი ხარ და მერე რა რომ კიდევ ერთხელ გამოაყენებინო შენი უპატივცემულო თავი! გეფიცებით უმრავლესობის სქესს ვერ ვარჩევდი. ყოველ შემთხვევაში ვინც მე დავინახე! ხოდა ესენი მოტყუებულები თუ მეგონა ადრე, ახლა დავრწმუნდი რომ ენჯეოების მიერ შექმნილი, დაზომბებული უტვინოები არიან, რომელთა აბსოლუტურ ნაწილს საკუთარი აზრი არ გააჩნია! ამათ მეპატრონეებს სტილი ყველგან ერთნაირი აქვთ, საქართველოში ექსპერიმენტი, რომელიც დაგეგმეს, შესრულებული აქვთ ანუ 5000 გეი, ლესბოსელი, სატანისტი, უტვინო ზომბი შექმნეს. ადრე მაიმუნებზე ატარებდნენ ცდებს, გუშინ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ენჯეო ლაბორატორიებში ცოცხალ ახალგაზრდებზე ატარებენ”- დაწერა “ოცნების” დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშისრულად ვუჭერ მხარს ქართველებს, რომლებიც აპროტესტებენ უცხოელი აგენტების შესახებ კანონს, რადგან ეს კანონი რუსეთში მიდის და არა ევროკავშირში – იუკნევიჩიანე
შემდეგი სტატიაეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა – ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი