დავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერი პოლიტიკურ ლიდერებს შეხვედება

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ქართული დელეგაცია შვეიცარიის კურორტზე ცოტა ხანში ჩაფრინდება.

გიორგი კვირიკაშვილისთვის ეს იქნება პირველი ვიზიტი ქვეყნის გარეთ პრემიერმინისტრის რანგში.

საქართველოს დელეგაციას დღეს პირისპირ შეხვედრები ექნება. პრემიერმინისტრი მონაწილებას მიიღებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის მიერ საღამოს გამართულ ვახშამში.

დაგეგმილია მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იენ სტოლტენბერგთან. საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს.

როგორც საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში აცხადებს, დავოსში მისი ვიზიტი არამხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ ეკონომიკურადაც.

“იგეგმება ორმხრივი შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ნიდერლანდების პრემიერმინისტრთან. ასევე ორმხრივი შეხვედრები მოსალოდნელია თურქეთის და შვედეთის პრემიერმინისტრებთან. პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ექნება ორმხრივ შეხვედრები სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან,“ – განაცხადა ირაკლი ყურაშვილმა.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ორი ძირითადი თემა იქნება განხილული. ლტოლვილების კრიზისი და მიგრაციის პრობლემები.

საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვითაც გამოვა ეკონომიკურ ფორუმზე. საუბარი შეეხება აბრეშუმის გზას.

წელს დავოსში ორმოცამდე ლიდერს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშილეონარდო დიკაპრიო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიაახალ წელს მერიიდან გათავისუფლებული 120 თანამშრომელი სასამართლოში ჩივილს აპირებს