ლეონარდო დიკაპრიო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს

გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ლეონარდო დიკაპრიო დააჯილდოვეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს კრისტალის ქანდაკება გადასცეს.

მსახიობმა 1998 წელს ლეონარდო დიკაპრიოს ფონდი დაარსა და 40 ქვეყანაში გარემოს დაცვის სფეროში 70 ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო.

დავოსში აღნიშნეს, რომ დიკაპრიოს ფონდის პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბური ზღვის ფაუნისა და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის პროგრამებია.

სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის კრისტალის ჯილდოები დავოსში ასევე ჩინელ მსახიობს ია ჩენს და დანიელ მხატვარს ოლაფურ ელიასონს გადასცეს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონია კონცერტით დასრულდა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა პრემიერს კრიზისიდან გამოსვლის ეკონომიკურ გეგმას სთავაზობს
შემდეგი სტატიადავოსში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერი პოლიტიკურ ლიდერებს შეხვედება