დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ზალკალიანიბლინკენი სატელეფონო საუბარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

“ძალიან კარგია, რომ ენტონი ბლინკენთან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი პარტნიორობა და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება განვიხილეთ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რჩება ძლიერი. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან ახლო თანამშრომლობას უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის”, – წერს ზალკანიანი Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა კოსოვოს დროშის გამო ჩაშალა
შემდეგი სტატიაიმნაძე: თუ დიდ სუფრებს არ გადავეჩვიეთ ცოტა ხნით, სიტუაცია ისევ დამძიმდება