რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა კოსოვოს დროშის გამო ჩაშალა

რუსეთის ფედერაციამ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრა ჩაშალა. მიზეზი გახდა კოსოვოს წარმომადგენელის მიერ კოსოვოს დროშის გამოფენა.

შეხვედრის დაწყებიდან მალევე რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი პოლიანსკიმ, რომელიც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილეა, აღშფოთება გამოთქვა მას შემდეგ, რაც კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი კოსოვოს დროშის ფონზე გამოჩნდა. “ჩვენ ამ შეხვედრაზე კოსოვოს წარმომადგენლის დასწრების წინააღმდეგი არა ვართ. ეს უკვე მიღებულია ასე თუ ისე. საბჭოს წევრების ყურადღება მინდა მივაპყრო იმას, რომ ქალბატონი გერვალა კოსოვოს ემბლების ფონზე ზის” – თქვა რუსეთის წარმომადგენელმა. პოლიანსკის თქმით, კოსოვო ბევრ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული, ამიტომ მისმა წარმომადგენელმა უნდა შეცვალოს ფონი, ან ფროშა კადრიდან გაიტანოს.

ამის შემდეგ ბრიტანეთის წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მიმდინარე შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს ოფიციალური შეხვედრა არ არის, სადაც ეს წესი მუშაობს და დაამატა, რომ უკანასკნელი სხდომა ზუსტად იგივენაირად ჩატარდა როგორც დღეს, ამიტომ ვერ ხედავს იმის საჭიროებას, რომ კოსოვოს წარმომადგენელმა ფონი შეცვალოს.
ამის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს ტრანსლაცია შეწყვიტეს და მან დახურულ ფორმატში გადაინაცვლა.

შეხვედრის მიზანი იყო გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება კოსოვოსა და მეტოხიაში არსებულ მდგომარეობაზე 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: “ოცნებას” პატიმრების გათავისუფლება მოუწევს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა