დავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, რომ ისტორიული ვიზიტი ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს”, – წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

banner
წინა სტატიაშიშეთავაზება თიბისის და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ გრძელდება
შემდეგი სტატიაევროპულმა კომისიამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად კონტრაქტი კიდევ ერთ კომპანიასთან გააფორმა