ევროპულმა კომისიამ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად კონტრაქტი კიდევ ერთ კომპანიასთან გააფორმა

ევროპულმა კომისიამ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანია „CureVac“-თან კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროპული კომისია ავრცელებს.

კონტრაქტი 225 მილიონი დოზის შესყიდვას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს სახელით. გარდა ამისა 180 მილიონი დოზის შესყიდვას, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ვაქცინაციის შედეგად თავის უსაფრთხოებასა და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ეფექტურობას დაამტკიცებს.

ეს ევროპული კომისიის უკვე მეხუთე კონტრაქტია ვაქცინების შესაძენად.

მანამდე ასეთი კონტრაქტები გაფორმდა AstraZeneca, Sanofi-GSK, Janssen Pharmaceutica NV и BioNtech-Pfizer-თან. ამჟამად კიდევ ერთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს „Moderna“-თან. ყველა ვაქცინის წარმოება ევროკავშირში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, რომ ისტორიული ვიზიტი ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს
შემდეგი სტატიაშალვა კერესელიძე – ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა