დავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როზმარი დიკარლოს ესაუბრა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების მიუღებლობას, აღინიშნა, რომ ექიმის უკანონო დაკავება და პატიმრობა წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას და ამძიმებს ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

„ხაზი გაესვა მსგავსი უკანონო ქმედებების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საკითხის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ჩართულობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი ახლო მომავალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით დასრულდება.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან” – კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : აშშ-ის დეპარტამენტის მხარდამჭერი განცხადება არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, სხვადასხვანაირად თარგმნეს კიდეც, რაც მიკერძოებაზე მიანიშნებს