დავით ზალკალიანი – სენატორი მაკკეინი მძიმე დღეებში მუდამ საქართველოს გვერდით იყო

სენატორი მაკკეინი ყველაზე მძიმე დღეებში მუდამ საქართველოს გვერდით იყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ამერიკის საელჩოში განაცხადა.

მინისტრმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წინგში ჩანაწერი გააკეთა.

“პატივს მივაგებთ სენატორ მაკკეინის ხსოვნას. ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდი იყო მისი სიმპათია და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დღეებში ის მუდამ საქართველის გვერდით იყო. მას არ დაუკარგავს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა 2008 წლის შემდეგაც. ყველა საჯარო მიმართვაში ის ყოველთვის აფიქსირებდა მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მისწრაფებების და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ. ის იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, გამოჩენილი პოლიტიკოსი და მისი ხსოვნა მუდმივად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანი არჩევნების” იურისტის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს
შემდეგი სტატია“გაკეთდა შავი დედალივით” – გუგავა ცესკოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს