დავით ზალკალიანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანი) არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჯასიმ მუჰამედ ალ კასიმისთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს ორ ქვეყანას შორის კავშირების გააქტიურებასა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსს არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია13 მილიონ ლარამდე ხარჯი ხელფასებსა და მომსახურებაზე – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აუდიტის დასკვნას ეხმაურებიან