დავით ზალკალიანი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და პარლამენტი ის ინსტიტუციაა, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა პრობლემა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ბოიკოტი მიუღებელია, რადგან პარლამენტი ის ინსტიტუციაა, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა პრობლემა.

„ეს განცხადება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ ბოიკოტი არის მიუღებელი, პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა პრობლემა, რის განხილვასაც ოპონენტები ცდილობენ პარლამენტს მიღმა და ქუჩიდან. მსგავსი ფორმა მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის და ამიტომ ეს მოწოდება არის ძალიან მკაფიო. ყველა თემა რაც მათ აწუხებთ, ეს არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებით, საკანონმდებლო პროცესში უნდა იყოს განხილული. სწორედ პარლამენტია ის ადგილი და ეს მოწოდებაც არის სრული ასახვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის,
რომ მანდატის, რაც მათ მისცა ამომრჩეველმა, რეალიზაცია მოახდინონ პარლამენტში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დღეს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მოვუწოდებთ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში, ბოიკოტის მოთხოვნა უკვე ნანახი ფილმის ყურებას ჰგავს“.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის ახალ ეტაპზე გადასვლის საფუძვლად
შემდეგი სტატიანიკოლოზ ქარცივაძე – ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის