დავით ზალკალიანი: პრემიერი ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზეც ისაუბრებს

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 10:28

დავით ზალკალიანი: პრემიერი ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზეც ისაუბრებს

საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლისას, კვირიკაშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრებს და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმის საკითხსაც შეეხება:
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით. ასევე საუბარი იქნება ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან მიმართებაში.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით დღეს გამოვა. გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტარების წინაშე, თბილისის დროით 14:00 საათზე წარსდგება და მისი გამოსვლა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 10:28