(+ვიდეო) მექსიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 105 ადამიანი

მექსიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით გარდაცვლილია სამი და დაშავებულია 105 ადმიანი. დაშავებულთა შორის ქარხნის 58 მუშაა.

ინციდენტი სახელმწიფო ნავთობკომპანიის Pemex-ის ქარხანაში, ვერაკრუსის შტატის საპორტო ქალაქ კოაცაკოალკოსში მოხდა.

ქარხანაში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, დაიხურა ახლომდებარე სკოლები.

კომპანია Pemex-ის წარმომადგენელთა თქმით, საწარმოში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. თუმცა ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩია, რადგან არსებობს კვამლით მოწამლვის საფრთხე. ნავთობკომპანიაში ამტკიცებენ, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი: პრემიერი ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზეც ისაუბრებს
შემდეგი სტატია“ჩვენ ასეთი რამ არ გვსმენია”- ოთარ დანელია სამთავრობო ცვლილებებზე