დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულში მონაწილეობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 23, 2019 10:09

დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

მათ შორის, დავით ზალკალიანი, გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილი კლიმატის სამიტში, ასევე წელს მეორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ევროკავშირის ინიციატივის – „Good Human Rights Stories“ – ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის – მინისტერიალი. მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

აგრეთვე, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მინისტერიალში, კასპიის ბიზნეს-ფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით ინოვაციური დაფინანსების შესახებ მაღალი დონის შეხვედრასა და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 23, 2019 10:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,567
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics