თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა-ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა

1993 წლის 22 სექტემბერს თბილისიდან ალყაში მოქცეულ სოხუმში დაშვების უფლების გარეშე გაფრენილი “ტუ 154”, რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იყვნენ, ბაბუშერას აეროპორტთან, ზღვიდან ნასროლი სითბური რაკეტით ჩამოაგდეს.

საჰაერო ხომალდი ასაფრენ ბილიკზე ნაწილებად დაიშალა და მთლიანად დაიწვა. თვითმფრინავში 132 ადამიანი იყო, რომელთაგან 108 დაიღუპა.

ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს. სამარხი წლების შემდეგ გაიხსნა და დაღუპულების გადმოსვენება ეტაპობრივად განხორციელდა.

ბაბუშერას აეროპორტში დაღუპულები ძმათა სასაფლაოზე არიან დაკრძალული, სადაც გადარჩენილები და დაღუპულთა ოჯახის წევრები ყოველ წელს სწორედ ამ დღეს იკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ბიძინეს გაცხადებული გეგმა იყო საქართველოს საკითხი მოეხსნა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, რათა რუსეთი აღარ შეეწუხებინა!
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის კვირეულში მონაწილეობს