დავით ზალკალიანი : ატლანტიკური საბჭოს ბათუმში შეკრება ნატო-ს მხრიდან არის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე ხაზგასმა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 3, 2019 13:57

დავით ზალკალიანი : ატლანტიკური საბჭოს ბათუმში შეკრება ნატო-ს მხრიდან არის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე ხაზგასმა

შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დაწყებამდე განუცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტოა და დღევანდელი ღონისძიებაც ამ ინტენსიური ურთიერთობების კულმინაციაა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წელს საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, ასევე დღეს ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ჩამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, ეს არის ნატო-ს მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა.

„ნატო-ს გასული წლის სამიტზე საქართველოსთან მიმართებით უპრეცედენტო ფორმატი იყო გამოყენებული. სახელმწიფოს მეთაურების დონეზე ცალკე ფორმატი მიეძღვნა საქართველოსა და უკრაინას და უსაფრთხოების თემებზე დისკუსიას. აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტით ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დღევანდელ ვიზიტსაც სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ. გვექნება საუბარი ყველა ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია ნატო-სთან ურთიერთობებისთვის. ბათუმში შეკრება ნატო-ს მხრიდან არის ხაზგასმა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შეხვედრებზე საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხება.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 3, 2019 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,215
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics