დიმიტრი გაბუნიამ გენერალური პროკურატურა დატოვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ გენერალური პროკურატურა დატოვა. დიმიტრი გაბუნიას გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გაბუნიამ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა და არ უსაუბრია, რატომ გახდა მისი დაბარება კიდევ ერთხელ საჭირო.

ამ დროისთვის გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებიან. ასევე დავით ოთხმეზური მკვლელობაში მსჯავრდებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის დედა ადვოკატთან ერთად.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : ატლანტიკური საბჭოს ბათუმში შეკრება ნატო-ს მხრიდან არის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე ხაზგასმა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ტაქსების რეფორმა შედგა