დავით ზალკალიანი: აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას მოხდება, თუ არა საქართველოში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაიმე ფორმით განთავსება.

მისივე თქმით, ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებაზე საუბრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – დარწმუნებულები ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – მაიკ პომპეოს ვიზიტი სერიოზული გზავნილია, ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი