დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:06

დავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს პირადი მიწვევით დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვაშინგტონში გასამართ ღონისძიებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, უმასპინძლებს მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რელიგიურ ლიდერებს და სამოქალაქო აქტივისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მინისტერიალზე განხილული იქნება თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, რელიგიურ შეუწყნარებლობასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზები.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის უცხოელ კოლეგებთან.

ვიზიტის ფარგლებში 18 ივლისს, ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) თანამშრომლობისა და პარტნიორობისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება.

ზალკალიანის ვიზიტი აშშ-ში 19 ივლისს დასრულდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 16, 2019 10:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics