საქართველომ და სენტ-კიტსი და ნევისმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საქართველომ და სენტ-კიტსი და ნევისმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტს გაერო-ში ქვეყნების წარმომადგენლებმა, კახა იმნაძემ და სემ კონდორმა მოაწერეს ხელი.

როგორც იმნაძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოსა და სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობით შეძლებენ მოგზაურობას, ასევე ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების განვითარებას.

სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია (ასევე, ცნობილია როგორც სენტ-კრისტოფერის და ნევისის ფედერაცია) კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 55 ათასს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსი და ნევისის 92 მოქალაქე ეწვია, 2019 წლის იანვარ-ივნისში კი, 35.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი აშშ-ში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩაზე „აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს