დავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია არ გაიზიაროს პრეზიდენტის ვეტოთი განსაზღვრული შენიშვნები:

„საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები და განმეორებითი კენჭისყრით დაადასტუროს თავის მიერ მიღებული ცვლილებები, ჩვენ ეს პროცედურები ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში განსაკუთრებით კარგად გვაქვს ათვისებული, ვეტო და მასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტთან დაკავშირებით იყო საკმაოდ ცხელი კამათი, პარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვა პოზიციებს იკავებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, ახლა ვნახავთ პრეზიდენტის შენიშვნებთან დაკავშირებით როგორ წავა ვითარება. პოლიტიკური თუ სხვა პოზიციები სხდომაზე და კომიტეტის მუშაობისას გამოვლინდება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მოვისმინე, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: გერმანული მოდელი შედის წინააღმდეგობაში ჩენი კონსტიტუციის ჩანაწერებთან