ეკა ბესელია: გერმანული მოდელი შედის წინააღმდეგობაში ჩენი კონსტიტუციის ჩანაწერებთან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო ხმების დათვლის და მანდატების გადანაწილების ე.წ. გერმანული მოდელის განხილვა გრძელდება. დღესვე კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

დეპუტატებმა უკვე იკამათეს რამდენიმე საკითხზე. საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მასში ინტერპარტიული ჯგუფის წევრებიც არიან ჩართული.

„ჩვენი კონსტიტუცია ადგენს წესს და ადგენს პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას. შემოთავაზებული გერმანული მოდელი პროპორციული წესით მანდატების გადანაწილებას გულისხმობს. შეიძლება, თავისთავად ეს არ იყოს ცუდი მოდელი, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციის ჩანაწერიდან გამომდინარე, შედის წინააღმდეგობაში ამ ნორმებთან“, – აღნიშნა უმრავლესობის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია არ გაიზიაროს პრეზიდენტის შენიშვნები
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაცია და მთავრობის წევრები აფხაზეთში მიმდინარე ჩემპიონატთან FIFA-ს კავშირს გამორიცხავენ