დავით უსუფაშვილი საბურთალოზე “რესპუბლიკელების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე ვიქნები მაჟორიტარი საბურთალოს ოლქში, ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბახტრიონი- დოლიძის, საბურთალოს ოლქში, რომელიც ახლა ამ საზღვრებშია. ვიბრძოლებ აუცილებლად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პარლამენტის წევრად
შემდეგი სტატია“ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა”