პაატა ზაქარეიშვილი: ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პარლამენტის წევრად

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

გულწრფელად მჯეროდა, რომ ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ ვიქნებოდით არჩევნებამდე,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს იქნება თუა რა “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიაში.

“არ მქონია დაგეგმილი არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ უნდა ვიფიქრო. ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია პარლამენტის წევრად, მე ვარ მკაფიოდ გამოკვეთილი ფიგურა. მიყვარს გადაწყვეტილებების მიღება”- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პოსტზე რჩება და “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს.

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკური პარტია” არჩევნებზე “უსუფაშვილი რესპუბლიკელების” სახელით იქნება წარმოდგენილი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი საბურთალოზე “რესპუბლიკელების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება