(video) “დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით”

tina_21“ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პირი თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია,”- ასე მიმართა “ქართულ ოცნებას” “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თინა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ბრძოლიდან არ გარბის და ყველა იმ მიღწევასა თუ მარცხზეა პასუხისმგებელი, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში მოხდა.

“თქვენ არ აურჩევიხართ ბატონო ცოტნე ქართველ ხალხს და არც კობა ნარჩემაშვილი. ჩვენ წინა ხაზზე ვინც ვიდექით ქვას რომ გვესროდნენ, “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” ვიყავით პირველი პარტნიორები და დამფუძნებელი კოალიციის. ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავუბირვართ. ჩვენ ბრძოლაში როცა ვართ, იმ ბრძოლას ბოლომდე ვასრულებთ. 4 წელი პატიოსნად ვემსახურეთ ქართველ ხალხს, იქ სადაც გვქონდა მანდატი, შესაძლებლობა, მაგალითად თავდაცვის სამინისტროში, სადაც მე შემეძლო, რომ გამეტარებინა რეფორმები. თქვენ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვით პარლამენტში, დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით, ეს იყო მისი მთავარი ფუნქცია, მე ვითხოვ პატივისცემას, თქვენგან ახალგაზრდა ადამიანი ხართ”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

https://youtu.be/IF4EEB5-53Y

banner
წინა სტატიაშიმუგაბემ საკუთარ თავს განსაკუთრებული ძეგლი დაუდგა
შემდეგი სტატია(video) თქვენ დაამარცხეთ ქართველი ხალხი