(video) თქვენ დაამარცხეთ ქართველი ხალხი

“რესპუბლიკელები” და “ქართული ოცნება” ისე ლაპარაკობენ, გეგონება ამ 4 წელზე ერთობლივად არ არიან პასუხისმგებელნი”, – ეს განცხადება თოქ-შოუ “არჩევანში” საუბრის დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი არსებობდა, რომელიც 9 მილიონი ჯდებოდა, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში პროექტი შეჩერდა.

ბობოხიძე აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, მისივე თქმით, ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა ერთ პარტიას შეუძლია.

“სამწუხაროდ, მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია აქედან ქვეყანა გამოიყვანოს, რატომ სამწუხაროდ? მინდა, რომ ერთ პარტიაზე არ იყოს დაკავშირებული ხალხის ბედი და მათ ჰქონდეთ ფართო არჩევანი”, – აცხადებს ბობოხიძე.

 

https://youtu.be/GNXYLySmfCM

banner
წინა სტატიაში(video) “დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით”
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთს ნატოს განცხადებები აშფოთებს