მუგაბემ საკუთარ თავს განსაკუთრებული ძეგლი დაუდგა

მუგაბემ საკუთარ თავს განსაკუთრებული ძეგლი დაუდგა

3 (1)ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ საკუთარი ძეგლის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა – ინფორმაციას The Zimbabwean-ი ავრცელებს.
სკულპტურა 3,8 მეტრი სიმაღლისაა და ქვეყნის ხელმძღვანელს გამოხატავს უცვლელი სათვალეებით და პიჯაკით. მას მუშტადშეკრული ხელი მაღლა აქვს აწეული.
ძეგლის სკულპტორია დომინიკ ბენხუა. პრეზიდენტის თქმით, ძეგლი საქველმოქმედოდ დამზადდა, თუმცა, მაშინათვე დაამატა, რომ მისი საფასური იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე მადლობა.

ზიმბაბვეს პრეზდენტი 92 წლის არის. მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ წამოაყენა საპრეზდენტო არჩევნებზე, რომელიც 2018 წელს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში,,ერთიანი სირიის უკანასკნელი შანსი,,
შემდეგი სტატია(video) “დავით უსუფაშვილი რომ არ ყოფილიყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, თქვენ ქვეყანას კატასტროფაში გადაჩეხავდით”