დავით უსუფაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ საქმეში გაუსწრო

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრ საქმეში გაუსწრო, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხავია, ივანიშვილისთვის სანატრლი ხომ არ არის წინა რეჟიმი, თუ მას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდებოდა. „სწყინთ, რატომ გვეძახით, რომ „ნაციონალების“ გზას დაადექითო. გზას დაადექით კი არა, ბევრ საქმეში გაუსწრო „ქართულმა ოცნებამ“. მე იმაზე დავიწყე ფიქრი, ბიძინა ივანიშვილი იმაზე დიდი ოსტატი ხომ არაა, ვიდრე საერთოდ ვინმეს გვგონია. იმ ცხრა წელს რომ ვიხსენებთ, ხუთი წელი ივანიშვილი მათი გულმხურვალე ქომაგი იყო. რა ხდება ახლა, რამოდენიმე ადამიანის გარდა, მისთვის მთელი სისტემა ხომ არ იყო მისაღები და სანატრელი?!“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცნაური სასაფლაო სამეგრელოში
შემდეგი სტატიაTBC-ის კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია -DENTONS-ის კველვა