დავით უსუფაშვილი : ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების დროს გარკვეულ კომპრომისზე წავედი, რაც არ იყო სწორი და გამართლებული

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

კომპრომისებისა და ნაბიჯის უკან გადადგმის გარეშე კოლეგიალურ ორგანოში არ არსებოს ნაბიჯი წინ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მე8- მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას მოუწია ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების შეტანის დროს გარკვეულ კომპრომისზე წავიდა, მხარი დაიუჭირა საბოლოო ვერსიას, რაც არ იყო სწორი და გამართლებული.

„როდესაც რაღაცას თმობ, ამის სანაცვლოდ რას იღებ, აქ უფრო ამაზეა საუბარი. მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ეპოპეა, რომელიც შემდგომ მოვლენებზე გავლენის მოხდენის მიზეზიც გახდა კოალციიის შიგნით, ჩემს და კოალიციის სხვა წევრებს შორის.ამ საკითხზე ბოლოს მე გარკვეულ კომპრომისზე წავედი, მხარი დავუჭირეთ საბოლოო ვერსიას, რაც, ჩემი აზრით, არ იყო სწორი და გამართლებული. მაშინდელი კომპრომისის მთავარი მიზეზი იყო ის რისკები, რის თაობაზეც ჩვენ არ გვქონდა სათანადო გავლენა, ლარის კურსი და ეროვნული ბანკის ქმედებები. ამიტომ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ კანონი ჩავაგდოთ და სამაგიეროდ ლარის მიმართულებით კარგად წავიდოდა საქმე, არ გავაკეთეთ, თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჩვენი გადაწყვეტილების მიღება-არმიღება დიდ გავლენას არ ახდენდა მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, იმ მომენტში სერიოზული საუბრები გვქონდა ამ საკითხზე, მიმოწერა, კამათიც, ჩხუბიც, მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ეს იყო გაუმართლებელი კომპრომისი. შემდგომ მოვლენებმა დააადუსტრა, რომ უფრო პრინციპული პოზიციია უნდა დამეკავებინა და შესაძლოა უფრო ბევრი რყევები თავიდან აგვეცილებინა“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი მოვლენა ბევრი სხვაც იყო, მაგალითად, რატომ არ დავტოვეთ კოალიცია, როდესაც ხედავდით რომ, აკეთკენ მიდიოდა საქმე.

„ამ ნაწილში მე ძალიან მყარად ვარ. ჩემი აზრით იმ საქმისთვის, რისთვისაც კოალიციაში გავწევრიანდით, იყო სწორი და საჭირო დაკისრებული როლის ბოლომდე შესრულება. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ უფრო ადრე დავტოვებდით კოალიციას, ეს უკეთეს პირობებს შეუქმნიდა პარტიას არჩვნებისთვის. თუმცა, აგერ „თავისუფალი დემოკრატების“ მაგალითი საწინააღმდეგოს მეტყველებს. მათ უფრო ადრე დაიწყეს დამოუკიდებლად არჩევნებისთვის მზადება, თუმცა არც ისინი აღმოჩნდნენ პარლამენტში“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი დასავლეთს “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაგაზსადენის აფეთქების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვლა