გაზსადენის აფეთქების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვლა

სოფელ საგურამოში რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულიდან, ორს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი შეეცვლა.

ადვოკატებმა პატიმრობის შეცვლის შუამდგებლობა ყველა მათღგანზე დააყანეს, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა მხოლოდ ორის – ლევან მამფორიასა და ირაკლი ბაღიშვილის შეთხვევაში დააკმაყოფილა.

მამფორიასა და ბაღიშვილს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შვიდი პირი 2016 წლის 20 აგვისტოს დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დასახელებული ბრლადებულები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას.

ამ მიზნის განსახორციელებლად, 20 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად. სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. „უემკაზე“ მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს“ მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუკა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ.

„მეტი თვალსაჩინოებისთვის აღნიშნული მონაკვეთების გრაფიკული გამოსახულება ჩვენი სამსახურის მიერ დამზადდა. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18 – 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-3231 მუხლის 1-ლი ნაწილით, 236 მუხლის მე-2 ნაწილით, 332-ე მუხლით, 376-ე მუხლით“,-თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბირიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი : ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებების დროს გარკვეულ კომპრომისზე წავედი, რაც არ იყო სწორი და გამართლებული
შემდეგი სტატიარუსეთი ტრამპის გუნდთან სირიის საკითხზე კონტაქტებს იწყებს