დავით უსუფაშვილი: დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს

დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფშვილმა განუცხადა.

„მე ვფიქრობ, „რესპუბლიკური პარტია“ მიყვება თანმმდევრულად იმ კურსს, რაც გაცხადდა თვენახევრის წინ. ჩენ განვაცხადებთ, რომ არჩევნებზე პარტია მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. რაც შეეხებ უმრავლესობასა და მთავრობაში ყოფნას, ეს დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე ერთი მხრივ და პრემიერის გადაწყვეტილებაზე მეორეს მხრივ. პირველივე კონკრეტულ თემაზე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, პარტიის განცხადებაში, რომელიც 27 მარტს გამოქვეყნდა, ძალიან მკაფიოდ წერია მათავრობაში ვიდრე შევძლებთ ყოფნას და ჩავთვლით, რომ ეს შესაძლებელი და საჭირია, ვიქნებით.

„ამასობაში, საარჩევნო კამპანიის მოახლოებისთანავე, თავად კანონი უკრძალავს მინისტრებს თანამდებობის შენარჩუნებას მეორე მხრივ, ვთქვი, რომ პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია მთავრობის შემადგენლობის საკითხები. არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მოყვა საჯარო განცხადება პრემიერ-მინისტრის მხირდაბ, არის კონკრეტული საკითხი. მე მოხარული ვარ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში პრემიერ-მინისტრი და „რესპუბლიკელი“ მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც „რესპუბლიკელები“, ვართ ერთ აზრზე, ვამბობთ იმას, რომ იმ განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს კურსს განცხადებულ კურსს, მინისტრ ზაქარეიშვილის, ხედაშელის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე კობახიძის, „ქართული ოცნების“ სხვა წევრების არაერთხელ გაცხადებულ კურსს, როგორმე უნდა გავუმკლავდეთ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, პირველ რიგში, ის ხალხი არის ჩამოსაყალიბებელი იდეურადაც და პოლიტიკურადაც.

„თანამოაზრეები ვინც ვართ ამ საქმეში, უნდა დავრჩეთ თანამოაზრეები, ერთად ვიქნებით მთავრობაში, თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში, არჩევნევამდე, თუ თუ არჩევნების შემდეგ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში “თავისუფალი ზონის” წევრებმა ხალხს გეორგიევსკის ლენტები ჩამოართვეს
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდაანთკარიდან 4 ადამიანი გაიტაცეს