რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდაანთკარიდან 4 ადამიანი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ ზარდაანთკარიდან გავრცელებული ინფორმაციით 4 ადამიანი გაიტაცეს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულთა შორის ერთი გორის მკვიდრი – იური ქედიყოშვილია, რომელიც ზარდაანთკარში სამუშაოდ იყო ასული. ის მანქანის მძღოლია, რომელმაც ადგილობრივი მკვიდრის დაკვეთით სოფელში ხრეში აიტანა სამშენებლო სამუშაოებისთვის.

იური ქედიყოშვილთან ერთად გატაცებულია დამკვეთიც, სოფელ ზარდაანთკარის მკვიდრი დავით თარზიაშვილი.

გატაცების დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: დღეს არ გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როდესაც ვინმე გადადგომას ან გადაყენებას აპირებს
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: პრემიერის განცხადება არ იყო ობიექტური