დავით უსუფაშვილი – არანაირი განდგომილი 9 არ არსებობს, არსებობს აღზევებული 9, რომელსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია

არანაირი განდგომილი 9 არ არსებობს, არსებობს აღზევებული 9, რომელსაც უზენაესმა მიანიჭა უზენაესი პრივილეგია, რომ მისი და „ოცნების“ სხვა ლიდერების მოსაზრებები მსოფლიოზე, პირდაპირ და უცვლელად გაახმოვანოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც „ხალხის ძალაში“ „ქართული ოცნების“ კიდევ 5 დეპუტატის გადასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რასაც თვალს ვადევნებთ, რეზო გაბრიაძის (მარიონეტების) თეატრის ცუდი შესრულებაა.

“ოცნებაში” ფორმალურად დარჩენილი დეპუტატების ერთი ნაწილი საშინლად უკმაყოფილოა, რადგან თავადაც დაიღალნენ მოგუდული საუბრით უცხოეთში რომ რაღაცები არ ეწყინოთ და სხვანაირად უნდა ისაუბრონ, მაგრამ მე ვიცნობ ძალიან ბევრს “ოცნების” უმრავლესობაში, ვინც არანაკლებ წუხს ამ ყველაფრით, ვიდრე სხვები. რატომ გადაწყვიტა ივანიშვილმა ეს 9 აღეზევებინა და ამ თამაშებს მიყვება, ცხონებული რეზო გაბრიაძე ამაზე უკეთ გაგვცემდა პასუხს, ვისაც ქართული პოლიტიკის ნიუანსები აინტრესებს, უსმინოს ამ 9- ს, ესაა ოცნების ლიდერების ჭეშმარიტი აზრების გამხმოვანებელი ადამიანები. ამას არც დარჩენილი უმრავლესობა უარყოფს, ამბობენ, რომ ფორმაშია განსხვავება, თორემ შინაარსში და პრინციპებში ერთნი ვართო. რეზო გაბრიაძის თეატრის ცუდი შესრულება აქვთ – უნდა დავიჯეროთ, რომ ვიღაცამ წუხელ დაიძინა, დილით გაიღვიძა და გადაწყვიტა, რომ სხვაგან უნდა ყოფნა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დროშა ხერსონის ოლქის კიდევ ერთ სოფელში აღმართეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის 35 719 შემთხვევა გამოვლინდა – NCDC