დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

დავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრს დღის ბოლოს შეხვდა.

დავით სერგეენკოს შემცვლელად არაოფიციალური ინფორმაციით, საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ინფორმაციას არც პირად საუბრებში და არც ოფიციალური კომენტარის დროს მმართველი გუნდის წევრები არ ადასტურებენ.

სერგეენკოს ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უწყებაში საკადრო ცვლილებები. მინისტრის პირველ მოადგილედ ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, თეა ახვლედიანი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპრაიდის თემით ორივე მხარე მანიპულირებს, რასაც ჩვენი უკეთესი მომავალი ეწირება – ხულორდავა
შემდეგი სტატიაშს მინისტრი რომ ვიყო, ვასაძეს ტრიბუნაზევე დავაკავებდი – ხიდაშელი