პრაიდის თემით ორივე მხარე მანიპულირებს, რასაც ჩვენი უკეთესი მომავალი ეწირება – ხულორდავა

პრაიდის თემით ორივე მხარე მანიპულირებს, რასაც ჩვენი უკეთესი მომავალი ეწირება – ეს განცხადება, ქართული ოცნების დეპუტატი თამარ ხულორდავამ გააკეთა. ხულორდავა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, ლევან ვასაძის მუქარას გამოეხმაურა.

16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით “ნამდვილი კაცები” იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს.
“ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია! სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით.

სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას. პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!

დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!,”-წერს ხულორდავა.

banner
წინა სტატიაში“მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას“ – ილია მეორე
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო პოსტს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს