დავით საყვარელიძე: პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2017 22:15

დავით საყვარელიძე:  პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ. ტელეკომპანია ZIK-ის პროგრამა “Zіткнення” -ში მან აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი მის ოპოზიციურ მოღვაწეობას უკავშირდება. საყვარელიძის თქმით, სააკაშვილსა და პოროშენკოს „ღირებულებების ბაზა“ განასხვავებს. ამ უკანასკნელს კი დიდად არ სურდა სააკაშვილის „უკრაინულ პოლიტიკაში შეშვება“. გენპროკურორის ყოფილი მოადგილის თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი თანახმა იყო ჩადგომოდა სათავეში უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, თუმცა უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში ამასთან დაკავშირებით უთანხმოება იყო და საბოლოოდ სააკაშვილი პოროშენკოს ჩარევის შემდეგ ოდესის სამხარეო ადმინისტრაციის მეთაურად დაინიშნა. შეგახსენებთ, 2016 წელს უკრაინის პრეზიდენტმა გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა. პოროშენკომ მაშინ განაცხადა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, ჩააგდო რეფორმები, რის შედეგადაც რეგიონი ჩამორჩა ყველა მაჩვენებლით. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან და ბრალი დასდო უკრაინის ხელისუფლებას კორუფციული კლანების მხარდაჭერაში.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2017 22:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


26,236
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics