ვრცელდება პუტინის სავარაუდო შვილიშვილის ვიდეო

რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო შვილიშვილი.
კერძოდ, ინფორმაციას ამის თაობაზე აქვეყნებს ტელეკომპანია „Дождь“, რომელიც ეყრდნობა „საგამოძიებო მართვის ცენტრის“ მონაცემებს.
როგორც ეს უკანასკნელი იუწყება, პუტინის შვილიშვილი 5 წლისაა. მისი დედა კი გახლავთ პუტინის უფროსი ქალიშვილი მარია. გოგონა დაიბადა 2012 წელს, ხოლო ვიდეო გადაღებულია 2013 წელს ნოვო – ოგარიოვოს აგარაკზე.
გამომცემლობა აგრეთვე აღნიშნავს, რომ პუტინის ქალიშვილი ცოლად ჰყავს ჰოლანდიელ ბიზნესმენ იორიტ ფაასენს.

 

https://youtu.be/t8zt1fgrD9I

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე: პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე
შემდეგი სტატიამოლდოვა რუსული ტელეარხების აკრძალვას აპირებს