დავით ნარმანია: “თბილისობის” გამართვა ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, “თბილისობასთან” დაკავშირებით არაერთი ღონისძიება გაიმართება.

მისი თქმით, “თბილისობის” ფარგლებში ლეღვთახევის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის თბილისია გაცოცხლებული.

თბილისის მერის თქმით, რიყის ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართება, ასევე იქნება კულინარიული ფესტივალი.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისობის გამართვა მერიას, ტრადიციულად, 1 მილიონი უჯდება და წელს 1 მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა. დაზუსტებულ ციფრებს კი მერია დღესასწაულის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის უმსხვილესი ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს 15 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიამამუკა გორგოძე საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს