აზერბაიჯანის უმსხვილესი ბანკის ყოფილ ხელმძღვანელს 15 წელი მიუსაჯეს

ბაქოს სასამართლომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილ მმართველს ჯაჰანგირ გაჯიევს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გაფლანგვის ბრალდებით. მას, ასევე, ბრალად ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენება და თაღლითობა.
სასამართლომ გაჯიევს ასევე 39 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა. დაკავებულის მეუღლეზე ძენაა გამოცხადებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ასევე რამდენიმე ადამიანია დაკავებული, მათ შორის ბანკის თანამშრომლები.
გაჯიევმა 2015 წლის მარტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა – ის ბანკის მმართველად 14 წელი მუშაობდა.
2015 წლის დეკემბერში გაჯიევი ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო დააკავეს. აზერბაიჯანის შსს-ს მონაცემებით, გაჯიევმა საკუთარი და ოჯახის წევრების, ასევე სხვების სახელზე ანგარიშები გახსნა, სადაც მსხვილ თანხებს რიცხავდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბანკის ზარალმა 138 მილიონი დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი ქვეყანაში ყველაზე დიდი ბანკია, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიენმ: უკრაინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერა საქართველოსთვის საზიანოა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: “თბილისობის” გამართვა ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაჯდა