დავით ნარმანია: მერიაში ხელმოწერების შესაძლო გაყალბების საკითხს შიდა აუდიტი სწავლობს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ თბილისის მერიაში ხელმოწერების გაყალბების საკითხს შიდა აუდიტის და მონიტირინგის სამსახური სწავლობს.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარალელურად, საქმე სასამართლოშია

დედაქალაქის მერის თქმით, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მერიაში ადეკვატურ ზომებს გაატარებენ.

“საკითხი სასამართლოშია და შესაბამისად, ჩვენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაველოდებით. გარდა ამისა, ჩემი დავალებით შიდა აუდიტის დასკვნა და მონიტორინგის სამსახური ასევე სწავლობს ამ საკითხს. როგორც კი იქნება შესწავლის შედეგები ცნობილი, აუცილებლად გაგაგებინებთ. გამოძიება დაადგენს, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. რასაკვირველია, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”,-განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თბილისის მერიის მაღალჩინოსნების გაყალბებულ ხელმოწერებზე საუბრობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ სამხარაულის ბიუროში გააგზავნა საკონკურსო საატესტაციო კომისიის დასკვნაზე გაკეთებული ერთ-ერთი ხელმოწერა რის შემდეგაც დადასტურდა, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.

საუბარია დასკვნაზე, რომელიც მომზადდა საჯარო მოხელეების კონკურსთან დაკავშირებით სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ხდებოდა თანამშრომლების დანიშვნა თბილისის მერიაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია მუშაობას განაგრძობს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ლევან თარხნიშვილი წლების განმავლობაში მოსახლეობის ხმების მოპარვასთან იყო ასოცირებული