თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია მუშაობას განაგრძობს

თბილისში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე, სამ კომტეტში რამდენიმე რეზოლუციის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პირველი კომიტეტი პოლიტიკურ თემებზე მუშაობს და მიმდინარეობს დებატები. შემდეგ გაიმართება საბოლოო კენჭისყრები და ყველა როზულუცია ერთ დოკუმენტში გაერთიანდება.

„კომიტეტებში მიმნდინარეობს სომხურ-აზერბაიჯანული კამათი, უკრაინას და საქართველოს აქვთ თავიანთი რეზოულიციები, შეფასებებით, პოლიტიკური ანალიზით, იმ ვითარების პოლიტიკური დახასიათებით“,-აღნიშნა ვოლსკიმ. მისივე თქმით, არც საქართველოს და არც უკრაინის რეზოლუციას რუსეთი არ უჭერს მხარს, არიან დელეგაციები, რომელიც უფრო შერბილებულ შეფასებას მოითხოვენ. „ეს საერთაშორისო ფორუმი იმით არის საინტერესო რომ ქვეყნების პოზიციები ყალიბდება. ბევრს სკეპტიკური შეხედულება აქვს, რომ ფურცელზე გადატანილი შეხედულებები რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ მსოფლიო პოლიტიკა ყალიბდება გარკვეული პროცესების მიმართ, მათ შორის საქართველოში მომავალი პროცესების მიმართ“, – განმარტა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშისუს-მა “35-ე საფეხბურთო კლუბის” პრეზიდენტი დააკავა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მერიაში ხელმოწერების შესაძლო გაყალბების საკითხს შიდა აუდიტი სწავლობს